დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6054-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.016687 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 პუნქტი:
„371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.
2. 34-ე მუხლის:
ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 41 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“;
ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:
„42 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 24 აპრილი.
№6054-Iს
დოკუმენტის კომენტარები