დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2262-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.018842 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი: „25. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“. 2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი: „261. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.“. 3. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262, 263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“. 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 261−265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 265 მუხლი: „მუხლი 265. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული. ნებართვის მაძიებელი საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტში.“. 6. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 7. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“. 8. 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262, 263 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 9. ამ კანონის 262, 263 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
|
ქუთაისი, 4 მაისი 2018 წ. N2262-IIს |
დოკუმენტის კომენტარები