დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4081-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.019350 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.05.001.019114) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 23-ე−241 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ იგი ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–101 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს.“;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4081-რს |
დოკუმენტის კომენტარები