დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5647-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.019730 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 პუნქტები: „181. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია. 182. ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია.“; გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191−193 პუნქტები: „191. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირების ლიცენზია. 192. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირების ლიცენზია. 193. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირების ლიცენზია.“. 2. 264 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ელექტროსადგურის არსებული სიმძლავრის გაზრდის, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შემდეგ ობიექტურ, გამჭვირვალე, სამართლებრივად დასაბუთებულ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო უსაფრთხოებასა და დაცულობაზე მისი გავლენის ჩათვლით; ბ) საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა; გ) გარემოს დაცვა; დ) მიწის გამოყენება და განლაგება; ე) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიწის გამოყენება; ვ) ენერგოეფექტურობა; ზ) ენერგიის პირველადი წყაროს ბუნება; თ) არსებული ან პოტენციური ელექტროენერგიის მწარმოებლის მახასიათებლები − ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები; ი) ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებულ ზომებთან შესაბამისობა, სადაც ეს რელევანტურია; კ) ელექტროსადგურის სიმძლავრის წვლილი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ზრდის საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაში, რომლებიც დადგენილია ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით; ლ) ელექტროსადგურის წვლილი გამონაბოლქვის შემცირებაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5647-რს |
დოკუმენტის კომენტარები