"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4681-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601013, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.016323
  • Word
4681-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601013, 01/06/2011
300310000.05.001.016323
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.“.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4.  ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.“.

3. 22-ე მუხლ:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ა/ა კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთანავე, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.“;

გ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

25. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის ლიცენზიის გაუქმების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 41 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4681-Iს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.