დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3380 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 14/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.05.001.002.320 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101–103 პუნქტები:
„101. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია.
102. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია.
103. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია.“.
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:
„171. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, საქართველოს ტერიტორიის გარეთ გადამუშავებისა და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3380–Iს
დოკუმენტის კომენტარები