დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4950-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.018086 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 24-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები: „71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. 72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 13 აპრილი 2016 წ. N4950-IIს |
დოკუმენტის კომენტარები