„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3218-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.019114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3218-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
300310000.05.001.019114
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725  პუნქტებისა და 24-ე მუხლის 23-ე−241 და 54-ე პუნქტებისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა  და  სამოქალაქო  უსაფრთხოების  სერვისების სააგენტო, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე, თუ იგი ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–101 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებს.“;

ბ) 21 და 22 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4081 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

მუხლი 11

1. ამ კანონის მოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არსებული რედაქციით გათვალისწინებული ორგანოების მიერ მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და შეთანხმება განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.

საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4745 – ვებგვერდი, 30.05.2019წ.

2. მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 264 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3218-რს