დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 486-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.018356 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემა: ღ.ა) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის შემადგენელი პროგრამული ან/და აპარატული კომპონენტი („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ69“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა); ღ.ბ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის ფარული მოპოვების მიზნით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება; ღ.გ) GSM-ის პასიური გადაჭერის სისტემა.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. ელექტრონული კომუნიკაციების გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან. |
ქუთაისი, 22 მარტი 2017 წ. N486-IIს |
დოკუმენტის კომენტარები