დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3457-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.021020 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების შეჩერება 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის. 2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ლიცენზიის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ლიცენზიის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ. 4. თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება. 5. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ. 6. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ლიცენზიის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ლიცენზია − აღდგენილად. 7. ლიცენზიის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 8. თუ ლიცენზიის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით განიხილავს. 9. თუ ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელმა არ უზრუნველყო სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 10. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს. 11. ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით.“. 3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გამცემს უფლება აქვს, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ განახორციელოს.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი: „მუხლი 341. ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის შეჩერება 1. ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ნებართვის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილებამდე ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ. 4. თუ ნებართვის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება. 5. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ. 6. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ნებართვის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ნებართვა − აღდგენილად. 7. ნებართვის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 8. თუ ნებართვის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით განიხილავს. 9. თუ ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. 10. ნებართვის გამცემმა ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს. 11. ნებართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII26 თავით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 3 ივლისი 2023 წ. N3457-XIIრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები