დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3186 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 30/05/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.05.001.002.302 |
საქართველოს კანონი
�ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
�ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�6. რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით).�.
2. 24-ე მუხლის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�28. საავიაციო სამუშაოების წარმოებისა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.�.
��� მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3186-Iს
დოკუმენტის კომენტარები