„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 12/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.05.001.003.352
  • Word
628
05/12/2008
სსმ, 36, 12/12/2008
300.310.000.05.001.003.352
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე პუნქტი:

„53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.“.

2. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

 “მუხლი 261. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (ქ. თბილისში – მერია).

2. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

3. აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურას ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. აუქციონის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

5. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.“.

5. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გაგრძელდება (გარდა ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები კანონმდებლობით არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად.

 6. ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 მუხლი:

    “მუხლი 421. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. 2011 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე.

2. 2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 261 მუხლის შესაბამისად ჩატარებული პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№628–IIს