დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1589 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/08/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 27/08/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.003.606 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 24-ე მუხლის:
ა) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.“;
ბ) 47-ე და 48-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
„მუხლი 381. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება
I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქი არ საჭიროებს ამ კანონის 24-ე მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ხელახალი ნებართვის აღებას. შესაბამისი ნებართვის გამცემი ვალდებულია, I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქის მიმართვის შემთხვევაში უფასოდ უზრუნველყოს სანებართვო ფორმის შეცვლა სათანადო ნებართვით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 10 აგვისტო.
№1589–რს
დოკუმენტის კომენტარები