„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5273-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.019650
5273-Iს
01/11/2019
ვებგვერდი, 11/11/2019
300310000.05.001.019650
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 17მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აგრეთვე შესაძლებელია პირდაპირი წესით გასცეს:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე − მომხმარებელთა წყალმომარაგებით (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად;

ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად (მოპოვებისთვის, შესწავლა-მოპოვებისთვის).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

3. ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეიძლება პირდაპირი წესით გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად, წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობის და მოპოვების მიზნის შესახებ.

5. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  განცხადებას აგრეთვე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გასაცემად ლიცენზიის გამცემი ადგენს:

ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისთვის.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. აუქციონის სხვა ვებგვერდის საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ლიცენზიის გამცემს 10 კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სათანადო სალიცენზიო მოწმობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2019 წ.

N5273-Iს