დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1983 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 06/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.003.721 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1983–IIს
დოკუმენტის კომენტარები