დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1388 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/04/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 18/05/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2027 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.090.000.05.001.001812 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (24/06/2011 - 24/06/2011)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვებისა, რაც რეგულირდება ამ კანონით;
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად;
გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე;
დ) (ამოღებულია );
დ1 ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;
ზ) (ამოღებულია);
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე მუხლების შესაბამისად;
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი მომსახურების/ საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ლ) ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რეკლამის გავრცელებასთან და შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. (ამოღებულია) .
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3353-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.217
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI.№51,29.09.2010წ.,მუხ.332
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო შესყიდვა – ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით:
ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;
ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;
ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით;
ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;
ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით;
ა.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომლის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო;
დ) (ამოღებულია);
დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
ე) (ამოღებულია);
ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგებააშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;
თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
თ1) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი;
ი) (ამოღებულია);
ი1) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;
კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
ლ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართვე-ლოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);
ნ) (ამოღებულია);
ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა;
ო1 ) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
პ) ელექტრონული საშუალებები – საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, ციფრული დამუშავება), მიღება-გადაცემა, გავრცელება და შენახვა საკაბელო, ოპტიკური, სამაუწყებლო ან/და სხვა ელექტრონული საშუალებებით;
ჟ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;
რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 სამუშაო დღისა. თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს;
ს) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;
[ს) (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]
[ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]
ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ტ 1 ) სტატუსი − ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;
უ) (ამოღებულია);
ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა;
ქ) წარმომადგენლობითი ხარჯები – ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯები;
ღ) ალტერნატიული შესყიდვა – შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში არ დაიშვება საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებლის მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში. ალტერნატიულ შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით;
შ) აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის;
ჩ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.
2.( ამოღებულია).
3. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინი „პირი“ გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
4. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღე, ტერმინი „დღე“ გულისხმობს კალენდარულ დღეს.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3524-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ239
საქართველოს 2006 წლის 26 დეკემბრის კანონი №4095-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ373
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664-სსმI, №50,29.12.2007წ., მუხ438
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
1. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.
3. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
4. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
5. სააგენტო ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი საფასურით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლომეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
დ) შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა;
ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
ვ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
ზ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვა;
ი) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;
კ) შავი სიის წარმოება;
ლ) (ამოღებულია);
მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება;
ნ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი;
ბ) მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებსა და მათ ამონაბეჭდებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტებს.
9. სააგენტოს აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.
საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.54
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი№3423-სსმI, №27, 17.07.2006წ., მუხ223
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
1. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის;
ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;
ზ) სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის.
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
მუხლი 6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო
1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო:
ა) (ამოღებულია);
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვს შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ამოწმებს მის სისწორეს.
3. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეთვალყურეო საბჭოში არსებული ინფორმაციის საიდუმლოობის დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
მუხლი 7. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) (ამოღებულია) ;
გ1) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;
ბ)( ამოღებულია);
გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ1) (ამოღებულია );
დ1.ა) (ამოღებულია );
დ1.ბ) (ამოღებულია );
დ2) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:
დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;
დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;
ე) (ამოღებულია );
ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
2 1 . შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას;
ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;
გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
დ) (ამოღებულია);
ე) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს ან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს ის საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
მუხლი 9. შესყიდვების დაგეგმვა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ ამ სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
11 . შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
2. შესყიდვების წლიური გეგმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ფინანსდება ერთი წყაროდან, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.
31 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
4. შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელი პირებისა, რომლებიც შესყიდვების წლიურ გეგმას სააგენტოს წარუდგენენ არა უგვიანეს 20 თებერვლისა.
5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.
6. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა. შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
თავი II
შესყიდვის საშუალებები
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №320-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ161
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 101. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
1. ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად.
3. სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ:
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:
ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;
ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;
ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება;
ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
31 . სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.
4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.
5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
მუხლი 102. კონკურსი
1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით.
2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.
3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. კონკურსის მეშვეობით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
თავი III
ელექტრონული ტენდერი
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 11. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. (ამოღებულია).
11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.
3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4.( ამოღებულია).
5. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
51.( ამოღებულია).
6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
7. (ამოღებულია ).
71. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ346
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 12 (ამოღებულია )
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 121. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია
1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. სატენდერო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები.
[2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები. ( ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან )]
3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია.
5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს;
ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
თ) (ამოღებულია);
ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
ლ) (ამოღებულია);
მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებ იცაა „ მსგავსი“ , „ ეკ ვივალენტური“ და სხვა.
7. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებისა. ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 13. საკვალიფიკაციო მონაცემები
მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
მუხლი 14. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 15. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 151. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
4. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10.სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
11. (ამოღებულია).
12.(ამოღებულია).
13.(ამოღებულია).
14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 16. (ამოღებულია )
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 161. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. (ამოღებულია).
7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
8. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან, კონკურსის მეშვეობით და გამარტივებულ შესყიდვაში შერჩეულ მიმწოდებელთან დასადები ხელშეკრულების აუცილებელი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
მუხლი 17. ( ამოღებულია)
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 18. (ამოღებულია )
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 181. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა
სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთან და პრეტენდენტთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 19. (ამოღებულია )
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 191. საფასურის განაკვეთი
1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით.
2. საფასურის გადახდის, შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
მუხლი 201.( ამოღებულია)
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 202. კონსოლიდირებული ტენდერი
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.
4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ გეგმაში მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ მიმწოდებელთან.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 203. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა
1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალებების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
თავი IV
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
მუხლი 21. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. (ამოღებულია);
11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.
3.(ამოღებულია);
31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
52. (ამოღებულია).
53. ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგალითად, ჩეკის ან ქვითრის) ან ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
6. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
თავი V
შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი
მუხლი 22. შესყიდვის შესახებ ანგარიში
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
21. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. (ამოღებულია).
31. შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია.
4. შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ.
7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.
8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს შესყიდვის პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
9. (ამოღებულია).
10. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
მუხლი 221. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შესყიდვის შემოწმება
1.საქართველოს კონტროლის პალატა შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საქართველოს კონტროლის პალატას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ3
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
თავი VI
შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი
მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი
1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. კონკურსის გასაჩივრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.
21. (ამოღებულია).
22. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა:
ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა;
ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა ან კონკურსისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
41. სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. (ამოღებულია).
7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია:
ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;
ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება;
გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.
8.( ამოღებულია).
9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება:
ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს.
11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები საჩივრის განხილვის ვადით.
12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით.
13. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.
14. უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. (ამოღებულია).
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ;
21. (ამოღებულია);
22. (ამოღებულია);
23. (ამოღებულია);
3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.
4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2012 წლის 1 იანვრამდე.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
6. 2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე.
61. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.“;
7. სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.
8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.
81. 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
82 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
9. საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება;
ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;
გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;
დ) 2011 წლის 1 ნოემბრამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;
ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება ;
ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება.
11. 2011 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უზრუნველყონ ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (ბრძანების) დამტკიცება.
საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ3
საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ3
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 52);
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 26. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1388-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ.,მუხ.54
2. საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3423, სსმI, №27, 17.07.2006წ., მუხ223
3. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237
4. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3524-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ239
5. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ346
6. საქართველოს 2006 წლის 26 დეკემბრის კანონი №4095-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ373
7. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ3
8. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72
9. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664-სსმI, №50,29.12.2007წ., მუხ438
10. საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152
11. საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №320-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ161
12. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235
13. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3
14. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1133-სსმI, №9, 13.04. 2009წ. მუხ33
15. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67
16. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173
17. საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
18. საქართველოს 2010 წლის 12 მარტის კანონი №2760-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.67
19. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3353-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.217
20. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
21.საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234
22.საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI.№51,29.09.2010წ.,მუხ.332
23. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398
24. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458
25. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
26. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
27. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
28. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები