„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 320-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102513
320-IIმს-XIმპ
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
040090000.05.001.102513
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 23მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N320-IIმს-XIმპ