დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5126-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027012, 27/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.016442 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არა უმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით).“.
2. 24-ე მუხლის:
ა) მე-10 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს:“;
ბ) მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5126–IIს
დოკუმენტის კომენტარები