„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1284-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.017138
1284-რს
24/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
040090000.05.001.017138
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების  განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. 101 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.“.

4. 161 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2

1. სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 სექტემბერი 2013 წ.

N1284-რს