„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2275-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.018840
2275-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
040090000.05.001.018840
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვებზე.“;

ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 პუნქტები:

„32. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 161 მუხლის 11, მე-2 და მე-7 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება.

33. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესთან (შემდგომ – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავა განიხილება ამ კანონის VI თავით დადგენილი წესით.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

3. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვასთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/ქმედებების გასაჩივრებისა და დავების განხილვის წესი“.

4. 23-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დავების განხილვის საბჭო“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ტენდერის, კონკურსის ან შერჩევის პროცესის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – დავების განხილვის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ნაწილში საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესი – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო.“.

5. 231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 231. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი

1. ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

2. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/ საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ პრეტენზია შეეხება:

ა) სახელმწიფო შესყიდვის საშუალების ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შერჩევას;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

5. საბჭოსთვის საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება ავტომატურად, საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი ჩერდება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/ უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერების პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო შერჩევის პროცესიდან გამომდინარე საჩივრის დასაშვებად ცნობისა და შერჩევის პროცესის შეჩერების პირობები – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. საბჭოსთვის წარსადგენ საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. საბჭოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადა და პირობები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევისა) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს საბჭო არ განიხილავს. საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

7. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%-ს, მაგრამ არანაკლებ 22 000 და არაუმეტეს 150 000 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8. საბჭო იღებს დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას და აქვეყნებს მას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცესთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში − საჩივრის დასაშვებად ცნობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – საჩივრის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, რაც გადაწყვეტილების ოფიციალურ გაცნობად ითვლება.

9. თუ საბჭო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია:

ა) შემსყიდველ ორგანიზაციას/უფლებამოსილ ორგანოს/შესარჩევ კომისიას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას/უფლებამოსილ ორგანოს/შესარჩევ კომისიას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის მიერ ამ კანონის ან/და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.“.

6. 233 და 234 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 233. გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.

3. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს ან შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

მუხლი 234. ზარალის ანაზღაურება

იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც ამ თავით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მიზნით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2275-IIს