"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4273-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110302025, 02/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.05.001.016170
  • Word
4273-Iს
25/02/2011
ვებგვერდი, 110302025, 02/03/2011
040170020.05.001.016170
"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.კ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 თებერვალი.

№4273I