კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტის წინადადება „ავტომობილების ჩანაცვლება ხდება მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით“, ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ, ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება, ე.ი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას აძლევს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლების პროცედურა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება ითხოვს ზემოხსენებული შესყიდვა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ, კერძოდ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე საქართველოს მთავრობის დადგენილებას, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და არა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტის მოთხოვნები, რაც ხელს შეუშლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიზნების განხორცილებას. ამდენად, ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილებები ან “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტიცებული წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნტში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.

ზაური (ზაური კაჭარავა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2014/02/14
ბოლო შემოს: 2014/02/21 22:53:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე
კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”. თავი III (ტენდერი), მუხლი II - სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი.K სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მოადგილე, ხოლო წევრებად ამავე ორგანიზაციის თანამშრომლები. კომისიის თავმჯდომარეს გააჩნია კომისიის წევრებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები, რაც დაინტერესების შემთხვევაში განაპირობებს კომისიის არაობიექტურ გადაწყვეტილებას. კანონმდებლობით კომისიის თავმჯდომარის ვინაობა, განაცხადების მიღების დაწყებამდე, საზოგადოებისათვის ცნობილიa. ტენდერში მონაწილე პირებისათვის იქმნება საუკეთესო პირობები კონტაქტში შევიდნენ კომისიის თავმჯდომარესთან ან მაღალ თანამდებობის პირებთან; სახეზეა ორმხრივი ფინანსური ინტერესები. მიმდინარე წლის თებერვალშi პრესით (გაზეთი “ვერსია” და სხვა), ტელევიზიით (პირველი არხი, რუსთავი 2) არაერთი ბრალდება გაისმა პარლამენტართა თუ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ტენდერების ჩაწყობის თაობაზე.
ასეთ პირობებში კანონის მიზნები შეუსრულებელი რჩება.
სახელმწიფო შესყიდვების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
am მიზნით გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:
1. შემსყიდველ ორგანიზაციaSi შეიქმნას მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია, ერთი წლის საბიუჯეტო ვადით. სატენდერო კომისია განისაზღვროს (პირობითად) 21 წევრის შემადგენლობით; შემსყიდველი ორგანიზაცია (1) წარადგენს თავმჯდომარის სამ, ხოლო წევრების ცხრა კანდიდატურას, დანარჩენ წევრების კანდიდატურებს წარადგენს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია (2), საზოგადოებრივი (3) და არასამთავრობო ორგანიზაციები (4). თითოეული ჯგუფიდან არანაკლები სამი პირისა. ჯგუფების სია შედის კომპიუტერში ცალცალკე, თითოეულს ენიჭება კოდი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.
2 ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად, ტენდერის ჩატარების დღეს, irTveba კომპიუტერულ პროგრამა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებისაგან ქმნის დროებითი სატენდერო კომისიას- შემსყიდველი ორგანიზაციიდან (1) თავმჯდომარე და სამი წევრი, დარჩენილი ჯგუფიდან (2,3,4) თითო-თითო წევრი, სულ 7 პირი. კომისიის წევრები იმავე დღეს იკრიბებიან. თუ კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, დგება ახალი კომისია. კეთდება კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი. ამ მეთოდში arsebiTia სატენდერო კომისიის წევრთა რაოდენობა 2-3 ჯერ da metad აღემატებოდეს დროებითი კომისიის წევრebs, რათა კომპიუტერს ჰქონდეს შერჩევის საშუალება;
მსგავსი სქემით ხორციელდება ტენდერები ქვეყნის მმართველობის ნებისმიერ დონეზე. კარგი იქნება თუ სამინისტროებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან არსებული სოციალური დახმარების კომისიები დაკომპლექტდება ანალოგოურად.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადგილობრივი მმართველობის სრლოფისათვის“ სახელით
ზაური კაჭარავა ტელ. 555 268 990