„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3967-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.017850
3967-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
040090000.05.001.017850
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“.

3. 21-ე მუხლის:

ა) 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.

4. 24-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3967-რს