„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 882
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 15/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.003.423
  • Word
882
26/12/2008
სსმ, 1, 15/01/2009
040.170.020.05.001.003.423
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

���მუხლი 221. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შესყიდვის შემოწმება

1.საქართველოს კონტროლის პალატა შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საქართველოს კონტროლის პალატას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის ნუსხა დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმატიული აქტით, საქართველოს კონტროლის პალატასთან შეთანხმებით. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას არა აქვს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება, აღნიშნულ ნორმატიულ აქტს მიიღებს (გამოსცემს) შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში შესაბამის ნორმატიულ აქტს გამოსცემს საქართველოს კონტროლის პალატა.�.

2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

�21. ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტები შესაბამისმა ორგანიზაციებმა მიიღონ (გამოსცენ) 2009 წლის 1 მარტამდე.

22. ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი ნორმატიული აქტების მიღებამდე (გამოცემამდე) განხორციელებულ შესყიდვაზე არ ვრცელდება ამ კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტი.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№882�რს