„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4707-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.018052
4707-რს
23/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
040090000.05.001.018052
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 მუხლი:

  „მუხლი 222. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების დამატებითი კონტროლის მექანიზმი

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო საქმიანობის შესახებ.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2015 წ.

N4707-რს