„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5975-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016679
  • Word
5975-Iს
30/03/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040090000.05.001.016679
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1 “ და „მ2 “ ქვეპუნქტები:

„მ1 ) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

2 ) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, მისი გაცემისა და წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1 “ ქვეპუნქტი:

„კ1 ) თეთრი სიის წარმოება;“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

3. მე- 8 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.“.

4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32  და 33  პუნქტები:

„32 . თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა, მიმწოდებელი, რომელსაც წარდგენილი აქვს ამ კანონით გათვალისწინებული ერთიანი გარანტია, უფლებამოსილია, არ წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ერთიანი გარანტია.

33 . ერთიანი გარანტიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ერთიანი გარანტიის მფლობელს (პრინციპალს) წარმოეშობა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება, რასაც ერთიანი გარანტიის ბენეფიციარი შემსყიდველი ორგანიზაცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აცნობებს გარანტიის გამცემს (გარანტს).“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211  მუხლი:

მუხლი 211 . წინასწარი ანგარიშსწორების პირობები

1. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ:

ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში;

ბ) კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი ცნობადობის გათვალისწინებით;

გ) მიმწოდებლის პასუხისმგებლობა შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია ერთიანი გარანტიით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

3. თეთრ სიაში რეგისტრირებულ კვალიფიციურ მიმწოდებლებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გავრცელების თავისებურებები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

5. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ წინასწარ გადასახდელ თანხაზე გარანტიის წარდგენისა და წარდგენისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

6. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 30 მარტი.

№5975- I