„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 627
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 12/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.003.351
  • Word
627
05/12/2008
სსმ, 36, 12/12/2008
040.170.020.05.001.003.351
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

�31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:

ა) �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე;

ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად;

გ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე;

დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის სხვა სახელმწიფოში უძრავი ნივთის შეძენაზე ან სარგებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვაზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;

ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის �საქონელი და მომსახურების� მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე;

ზ) იმ საწარმოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XLIV თავის შესაბამისად;

ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.�;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ რეტროაქტიურ დაფინანსებას.�;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

�5. საქართველოს მთავრობა/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია იმ საწარმოების მიმართ, რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ინდივიდუალურად დაამტკიცოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესაბამისი წესი.�.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) სახელმწიფო შესყიდვა (შემდგომში � შესყიდვა) � შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით:

ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;

ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;

ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით;

ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;

ა.ე) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კანონი ეწინააღმდეგება შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირებთან დადებული საგრანტო და საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულია შესყიდვების განხორციელების ამ კანონისაგან განსხვავებული წესები);

ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით;

ა.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის �ა� და �ბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;�;

ა.ბ) �დ���ვ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები � იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;

ე) ლოტი � ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება (ფასთა კოტირების პროცედურებში მონაწილემ � განაცხადი) შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან ერთზე მეტ ლოტზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული;

ვ) საქონელი � ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;�;

ა.გ) �თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�თ) მომსახურება � შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;�;

ა.დ) �თ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �თ1� ქვეპუნქტი:

�თ1) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი � პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი;�;

ა.ე) �მ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრი � რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და რომელშიც აისახება შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც რეესტრში შეტანიდან 2 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ იმავე საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვაში. რეესტრი ხელმისაწვდომია ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაციისათვის;�;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;�;

ბ) �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;�;

გ) �თ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�თ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოქვეყნება, სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის გამოცემა;�;

დ) �კ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �ლ� ქვეპუნქტი:

�ლ) აწარმოოს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრი.�.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;�;

ბ) მე-2 პუნქტის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემთხვევაში განახორციელოს ეს შესყიდვა მხოლოდ შეჩერებული პროცედურის გაგრძელების მეშვეობით;�;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

�21. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის ასიგნებებით) შეჩერებული პროცედურის გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია შეჩერებულ შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს მიმართავს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების და სატენდერო მოსაკრებლის ქვითრის წარდგენის წინადადებით.�.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისას და კონვერტების გახსნისთანავე სატენდერო კომისიის ყველა წევრი, მოწვეული კონსულტანტი (ექსპერტი) და შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დაკავშირებულია ამ შესყიდვის განხორციელებასთან, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.�;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ უნდა შეუთანხმდეს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის შესყიდვების გეგმაში.

2. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს.�;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის �ა.ზ� ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელი პირებისა, რომლებიც შესყიდვების წლიურ გეგმას სააგენტოს წარუდგენენ არა უგვიანეს 20 თებერვლისა.

5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება), ანდა სახელმწიფო გარანტიით კრედიტი ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისაგან გრანტი ან კრედიტი გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში, შესყიდვების წლიური გეგმა სააგენტოს წარედგინება შემსყიდველი ორგანიზაციის შექმნის (დაფუძნების) ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და სხვა სახელმწიფოს საფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების ამოქმედების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.�.

7. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ფასთა კოტირება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100.000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200.000 ლარზე.�;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება � 100.000 ლარს;�;

ბ.ბ) �ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ვ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზებას.�;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ მუხლით. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ დარჩენილი თანხებით შესყიდვის განხორციელება დასაშვებია ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაცვით. სამუშაოს შესყიდვისას ხელოვნურ დაყოფად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შესყიდვის თითოეული ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200.000 ლარს და ამ ობიექტის შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით.�;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

�51. სატენდერო კომისიის აპარატის წევრებზე, ექსპერტებსა და კონსულტანტებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.�.

9. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში;�;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. ტენდერის ჩატარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იყენებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების დამატებით საშუალებებს. ამასთანავე, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება პირველად უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.�;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

გ.ა) �ვ1� ქვეპუნქტი:

�ვ1) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში);�;

გ.ბ) �თ���კ� ქვეპუნქტები:

�თ) სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე სატენდერო დოკუმენტაციის შემსყიდველ ორგანიზაციაში გაცნობის შესაძლებლობა;

ი) მოთხოვნები, რომლებიც შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო ხდება საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურება, და ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა);

კ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი (მისი არსებობის შემთხვევაში).�;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�7. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია (გარდა შესყიდვის ობიექტისა). ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება.�.

10. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. პირის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.�;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ნ� ქვეპუნქტი:

�ნ) მოთხოვნებს, რომლებიც შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.�.

11. მე-15 მუხლის:

ა) მე-3�მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის �ი� ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შემთხვევებისა.

4. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის �ი� ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებულია მექანიკური შეცდომები, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო კომისიას აგრეთვე შეუძლია თავად შეასწოროს მექანიკური შეცდომები.�;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

�12. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის �კ� ქვეპუნქტით განსაზღვრული სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.�.

12. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება შემოღებულ იქნეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი, რომლის განაკვეთიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთს.�.

13. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით.�;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

�6. შემსყიდველი ორგანიზაცია ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს მითითებას იმის შესახებ, თუ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სატენდერო მოსაკრებლის გადახდა, განსაზღვრავს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით.�.

14. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შემთხვევებისა.�;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200.000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში � 1.000.000 ლარს.�.

15. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის �ბ���დ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 100.000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის ღირებულება � 200.000 ლარს � ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

გ) 100.000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის ან მომსახურების, ანდა 200.000 ლარზე ნაკლები სამუშაოს შესყიდვისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) � ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;

დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში � ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;�;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. შესყიდვის შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო ამ ანგარიშების მოკლე მიმოხილვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა რეგულარულად უნდა გამოაქვეყნონ საინფორმაციო საშუალებებში.�;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ.�.

16. 23-ე მუხლის:

ა) პირველი�მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ხელშეკრულების დადებამდე შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნიათ, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა უფლებები.

2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები სასამართლოში, თუ მიაჩნიათ, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა უფლებები.

3. პრეტენზიის მქონე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა იმ გარემოების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელმაც გამოიწვია პრეტენზია. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც შეეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოქმნილი დავა.�;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველ ორგანიზაციას საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს და შემსყიდველ ორგანიზაციას.�;

გ) მე-9 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.�;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა ახლდეს მომჩივნის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ.�.

��� მუხლი 2. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ �სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებაში� შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები:

ა) ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

ბ) სატენდერო წინადადებების შეფასების დამატებითი, განსხვავებული მეთოდის განსაზღვრის მიზნით.

��� მუხლი 3. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№627�IIს