საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5169-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111111014, 11/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016460
  • Word
5169-IIს
28/10/2011
ვებგვერდი, 111111014, 11/11/2011
200000000.05.001.016460
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 168-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა ;“;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტ ზე მეტს ფლობს სახელმწიფო.“.

2. 239 -ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს , პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ − ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.“.

3 . 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  ნაწილი:

11 . ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გაფორმებისას, დადგენილ ვადაში გადაუხდელი იმპორტის გადასახდელების ან საქონლის დროებითი შემოტანის თანხის გამოვლენის შემთხვევაში, საურავის დაკისრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“−„ს“ ქვეპუნქტები:

„ო) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთი შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

პ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ჟ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;

რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე;

ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.“.

    მუხლი 3. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ.ე“ ქვეპუნქტი:

„თ.ე ) ტოტო – ტირაჟიანი ლატარიის ნაირსახეობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ლატარიის ორგანიზატორის მიერ წინასწარ შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საპრიზო ფონდი – თანხ , რომ ლიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის), მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა გათამაშების მონაწილეებთან ნაკისრი ვალდებულების . საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებაში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე ;“;

გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“−„ფ“ ქვეპუნქტები :

„ტ ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორ უწევს სარეალიზაციო მომსახურებას და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ატარიის ბილეთებს მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნ ცია;

უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორ ან აგენტს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით;

 ფ ) სარეალიზაციო მომსახურება − მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის, ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების თანახმად მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მათთვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-8 პუნქტები:

„5 . ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის, საზოგადოებრივი ინტერესის ან/ და ნდობის მოპოვების მიზნით უფლება აქვს, უფასოდ მიაწოდოს მოთამაშეს ლატარიის ბილეთი . ასეთი მიწოდება არ ჩაითვლება ლატარიის ბილეთის რეალიზაციად და, შესაბამისად, არ გაითვალისწინება ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. ასეთი მიწოდება არ განიხილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევად.

6 . ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის მიზნით შეუძლია ლატარიის ბილეთი მი ყიდოს პირ , რომელიც მას გამოიყენებს საკუთარი საქონლის, მომსახურების მიწოდების ხელშეწყობისათვის, თანამშრომელთა წახალისებისათვის და სხვა. ლატარიის ბილეთის ასეთი გაყიდვა ჩაითვლება მოთამაშისთვის ლატარიის ბილეთის ნომინალურ ღირებულებით მიყიდვად და იმა ვე ღირებულებით შეიტანება ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ჩაითვლება წამახალისებელ გათამაშებად და მათზე არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

8. ლატარიის ორგანიზატორს აქვს საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირების უფლება, რომლის ოდენობა მოცემულ თამაშობაში განცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს რეალიზებული ლატარიის ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“.

3. მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ თამაშ ბაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“.

4. 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა (გარდა ტოტოს გათამაშებისა) , რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისგან.

4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.“.

    მუხლი 4 .

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ .სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 28 ოქტომბერი.

№5169 II