დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4104-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.017897 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს;“. 2. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 3. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 101 მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 24 ივლისი 2015 წ. N4104-რს |
დოკუმენტის კომენტარები