დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2760 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 24/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.020.05.001.003.929 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი – რეესტრი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. რეესტრში აისახება შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც რეესტრში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. რეესტრი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. რეესტრის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომში – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);“;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საფასური – სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება;“;
გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში ერთგვაროვანი საქონლის შესყიდვის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერი, რომლის დროსაც გამოვლინდება გამარჯვებული და გამარჯვებულის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უფლებამოსილი ორგანო“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე უფლებამოსილ ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 მარტი.
№2760–Iს
დოკუმენტის კომენტარები