„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 19/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.170.020.05.001.004.096
  • Word
3164
28/06/2010
სსმ, 39, 19/07/2010
040.170.020.05.001.004.096
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 07.12.2009, მუხ. 290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.“;

გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 23-ე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191. საფასურის განაკვეთი   

1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით.

2. საფასურის გადახდის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. მე-2 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი, მე-7 და მე-9 პუნქტები, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-12, მე-16, მე-18, 21-ე, 24-ე, 28-ე, 29-ე და 30-ე პუნქტები, 32-ე პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და 33-ე პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

6. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით წარმოდგენილი კანონის 101 მუხლის მე-7 პუნქტი მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

№3164–რს