დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1690 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 12/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.003.630 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვებისა, რაც რეგულირდება ამ კანონით;“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ უნდა შეუთანხმდეს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის შესყიდვების გეგმაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.“.
3. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№1690–IIს
დოკუმენტის კომენტარები