დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3163 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 19/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.020.05.001.004.095 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;“;
ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე.“.
2. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;“;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება კონკურსის, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებული საერთაშორისო კლასიფიკატორის მეშვეობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;“;
ა.ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური და სატენდერო მოსაკრებელი (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში);“;
ა.ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;“;
ა.ზ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება;“;
ა.თ) „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;
რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის ვადა არის არანაკლებ 3 დღისა;
ს) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა;“;
ა.ი) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.კ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:
„ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“;
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
ა.ლ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;“;
ა.მ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ნ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენა;“;
ა.ო) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:
„ქ) წარმომადგენლობითი ხარჯები – ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯები;
ღ) ალტერნატიული შესყიდვა – შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში არ დაიშვება საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებლის მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში. ალტერნატიულ შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;
ა.პ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველის გადაწყვეტილებით;“;
ა.ჟ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინი „პირი“ გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
4. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღე, ტერმინი „დღე“ გულისხმობს კალენდარულ დღეს.“.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვროს შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-9 პუნქტები:
„7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია:
ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი;
ბ) მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებსა და მათ ამონაბეჭდებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტებს.
9. სააგენტოს აქვს საბანკო ანგარიში. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ამოცანებისათვის.“.
5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“;
გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:
დ1.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;
დ1.ბ) კონსოლიდირებული ტენდერისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;“;
ე) მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:
„დ2) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა:
დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;
დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალის-წინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე;“;
ზ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.“.
7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას;
ბ) ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;
გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
დ) მიმწოდებლის შერჩევას (ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევებში);
ე) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.“.
8. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევა.“.
9. მე-9 მუხლის:
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
2. შესყიდვების წლიური გეგმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონს.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ფინანსდება ერთი წყაროდან. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა.“;
გ) მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.
10. მე-10 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
თ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. 101 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.“;
გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:
„მუხლი 102. კონკურსი
1. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის –საშუალებით.
2. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
13. მე-11 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.“;
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქულათა თანაბრად განაწილებისას უმაღლესი თანაბარი ქულების მქონე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილებით.“;
ვ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.
14. მე-12 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (ლოტების შესაბამისად, მათი არსებობის შემთხვევაში);
გ) შესყიდვის ობიექტის სახეობა, ხარისხი, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადა, ადგილი და ფორმა, საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა;“;
ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა მონაცემები, რომელთა მითითებასაც შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღისა.“;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.“.
15. 121 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.
2. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია პირველად უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადა აითვლება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის განთავსების დღიდან. ამასთანავე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას სატენდერო კომისია აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“.“;
ბ) (ამოღებულია 05.05.2011, №4633)
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია.“;
ვ) მე-5 პუნქტის:
ვ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;“;
ვ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;“;
ვ.დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ.ე) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;“;
ვ.ვ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) აფიდავიტს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;
ზ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
თ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა.
9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია (გარდა შესყიდვის ობიექტისა). ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.“;
ი) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია მას მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას, ხოლო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – აგრეთვე პრეტენდენტებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას;“;
ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;“;
ბ.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) აფიდავიტს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, რომლის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სატენდერო კომისია შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირის ან პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებსა და პრეტენდენტებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.“.
17. მე-15 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონვერტების გახსნის შემდეგ უნდა განხორციელდეს შერჩევა, რომლის მიზანია წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, სატენდერო წინადადება ან/და თანმხლები დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების გათვალისწინებით.
4. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად ან/და შეიცავს უზუსტობებს;
ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც გავლენას არ მოახდენს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებზე.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების ან/და დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება ან დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნების საფუძველზე მიენიჭება ყველაზე მაღალი ჯამური ქულა. ქულათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში უმაღლესი თანაბარი ქულების მქონე პრეტენდენტებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის წერილობითი გადაწყვეტილებით.“;
ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 151 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
ბ) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები, მათი თანმხლები დოკუმენტები და საკვალიფიკაციო მონაცემები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღეში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი.
4. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
გ) მე-5–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ე) მე-11–მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.“.
19. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება.“;
ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
20. 161 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად მოლაპარაკებას მართავს შემდეგ პოზიციაზე მყოფ პრეტენდენტთან ან წყვეტს შესყიდვის პროცედურას.“;
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;
ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან, კონკურსის მეშვეობით და გამარტივებულ შესყიდვაში შერჩეულ მიმწოდებელთან დასადები ხელშეკრულების აუცილებელი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
21. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ტენდერის მიმდინარეობისას მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა
სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ტენდერში მონაწილეობის მსურველთან და პრეტენდენტთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
23. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181. ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა
სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთან და პრეტენდენტთან, გარდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
24. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 5 000 ლარის ოდენობით.“.
25. მე-20 მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს.
5. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონის მე-11–მე-19 მუხლებით დადგენილი წესები ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
26. 201 მუხლი ამოღებულ იქნეს.
27. 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 202. კონსოლიდირებული ტენდერი
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.
4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ გეგმაში მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ მიმწოდებელთან.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
28. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.“;
ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას;
დ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.“;
დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის სატენდერო წინადადებაში ან ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“;
ვ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1 000 000 ლარს.“;
ზ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.“;
ი) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
კ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 51, 52 და 53 პუნქტები:
„51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგალითად, ჩეკის ან ქვითრის) ან ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
53. ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგალითად, ჩეკის ან ქვითრის) ან ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.“;
ლ) 52 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
მ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
29. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
ე) მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტენდერის ჩატარებით განხორციელებული შესყიდვისას –ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის ღირებულება – 200 000 ლარს – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
გ) ფასთა კოტირების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას –ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;
დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშები – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;“;
ვ) მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
თ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია.“;
კ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვა-ლისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;
ლ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
მ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
30. 23-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.
2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა:
ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა;
ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში.“;
გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა:
ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა;
ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა ან კონკურსისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში.“;
ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“;
ზ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-10–მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს.
11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები საჩივრის განხილვის ვადით.
12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით.“.
31. 24-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2012 წლის 1 იანვრამდე.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების დადგენის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8–მე-10 პუნქტები:
„8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.
9. საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუ-ნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით.
10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;
გ) კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცება;
დ) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ზ“, „ა.ი“, „ა.კ“ და „ა.პ“ ქვეპუნქტებისა, მე-6 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, მე-8 პუნქტისა, მე-12 პუნქტისა, მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, მე-20 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის „ბ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა, 29-ე პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებისა და 30-ე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4633 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ზ“ და „ა.პ“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-8 პუნქტი, მე-12 პუნქტი, მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-20 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 28-ე პუნქტის „ბ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 29-ე პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები და 30-ე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
4. (ამოღებულია)
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4633 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ივნისი.
№3163–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4273 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
2. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4633 -ვებგვერდი, 25.05.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები