"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4632-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110525008, 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4632-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110525008, 25/05/2011
040090000.05.001.016315
"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო 1 “ ქვეპუნქტი:

„ო1 ) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ 1 “ ქვეპუნქტი:

„ტ 1 ) სტატუსი − ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;“;

დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით;“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შავი სიის წარმოება;“.

3. მე-7 მუხლის 2 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2 1 . შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს ან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს ის საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

5. 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც:

 ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;

ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა;“.

6. 10 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10 2 . კონკურსი

1.  შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით.

2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.

3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

5. კონკურსის მეშვეობით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

7. 12 1 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 0 00 000 ლარს, ხოლო სამუშაოს4 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. სატენდერო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებ იცაა მსგავსი , ვივალენტური და სხვა. “.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20 3 მუხლი:

     „მუხლი 20 3 . ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა

1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალებების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს.“.

9. 21-ე მუხლის 2 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2 1 . თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.

10. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

11. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება.“.

  მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-6 პუნქტები და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 201 2 წლის 2 2 მაისის  კანონი № 6296 ვებგვერდი, 29 .0 5 .201 2 წ.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი .

№4632 I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის  კანონი №6296 ვებგვერდი, 29 .05.2012წ.