დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1285-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.017121 |
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.06.2013, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.016984) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;“;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 სექტემბერი 2013 წ. N1285-რს |
დოკუმენტის კომენტარები