დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6895-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.020061 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით; ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;“; ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;“. 3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;“. 4. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის (გარდა ისეთი უწყვეტი მომსახურების შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე) განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“; ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისთვის/წლებისთვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისთვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს. 41. თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების წლიური გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა.“. 5. 101 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;“; ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისთვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით).“. 6. 161 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.“. 7. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6895-რს |
დოკუმენტის კომენტარები