"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4068-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016109
  • Word
4068-რს
15/12/2010
სსმ, 74, 24/12/2010
040090000.05.001.016109
"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რეკლამის გავრცელებასთან და შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომლის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გამარტივებული შესყიდვა – ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა;“.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს ის საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ ამ სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“.

6. 101 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“.

7. 121 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებისა. ეს ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.“.

8. 151 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული წესით.“.

9. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.“.

10. 24-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება;

ბ) 2011 წლის 1 თებერვლამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;

გ) 2011 წლის 1 თებერვლამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;

დ) 2011 წლის 1 თებერვლამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. 2011 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უზრუნველყონ ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (ბრძანების) დამტკიცება.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4068–რს