დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3606-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.021088 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3606-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები