დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025799 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (05/03/2021 - 25/03/2021)
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №164
2020 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.
2. დაევალოთ:
ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
ა.ა) 2020 წლის 1 მარტამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის აღსრულების მიზნით, საკუთარი სახსრებით, ტირპარკის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებით), ტირპარკებში განთავსებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაში ჩართული მძღოლების კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკების შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (კომპეტენციის ფარგლებში), ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გეზი) მყოფი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის (ექიმი, დაცვის თანამშრომელი და სხვა) კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკის ტერიტორიის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაში ჩართული მძღოლების პირბადეებით უზრუნველყოფა (მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში), შესაბამისი სატელეფონო მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
21. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ეთხოვოთ:
ა) ქ. ფოთისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებს, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საერთაშორისო გადაზიდვებში (გარდა ტრანზიტისა) მონაწილე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების იზოლაციის მიზნით მოწყობილ ტირპარკში უზრუნველყონ:
ა.ა) გარე პერიმეტრზე განათებისა და სხვა აუცილებელი კომუნიკაციების მოწყობა;
ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ტირპარკში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე კვების პროდუქტების განაწილების ორგანიზება;
ა.გ) ტირპარკის ტერიტორიის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურსა და სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
ა.ე) ტირპარკის სრულყოფილად/უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693) მის საკუთრებაში არსებული 645012 კვ. მ მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №04.02.10.486) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, ასევე მის საკუთრებაში არსებული 854931 კვ. მ მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.08.25.022) სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ტირპარკის მოწყობის მიზნით.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
31. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, შეასრულოს სამდივნოს ფუნქცია (ინფორმაციის მოგროვება/ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენა).
4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა
მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი
1. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის (COVID-19) დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებსა და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.
2. გეგმაში აღწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.
3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიკაცია, დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციასა/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მუხლი 2. მიზანი
1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.
2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვისათვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.
მუხლი 3. ამოცანები
კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირებისა და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:
ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;
ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;
გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფეთქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვისა და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;
დ) ეპიდზედამხედველობისა და კვლევის ფუნქციების გაძლიერება, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;
ე) კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, ზოგადად, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;
ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.
მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები
ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) და სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;
ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებას;
გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებას;
დ) სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;
ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;
თ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინს, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით;
ი) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;
კ) სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უზრუნველყოფას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით;
ლ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას;
მ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით;
ნ) იმ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, მძღოლის სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას;
ო) თვითიზოლაციის წესების დაცვის კონტროლის გაძლიერების მიზნით, თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;
ბ) პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ) საკარანტინო ღონისძიებებს − კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
დ) საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;
დ1) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთათვის პირბადეების გადაცემას;
ე) მონიტორინგს უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:
ე.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავალდებულო პროცედურების დასრულების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე და დასახელებული საბაჟო კონტროლის ზონებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, ხოლო ტრანზიტულად გადაადგილების შემთხვევაში, ერთი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად, გარდა ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა;
ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შესაბამისად შემოწმებულ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (შემდგომში – STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე;
ე.გ) STOP POINT-ზე მძღოლს აქვს საშუალება, შეავსოს საწვავის მარაგი და შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, მძღოლს უფლება აქვს, მოიწესრიგოს თავი, შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და სურსათი. STOP POINT-ზე ანგარიშსწორების განხორციელება სასურველია, მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონულად, საბანკო ბარათის საშუალებით, ან სპეციალური გადახდის ტერმინალის საშუალებით. აღნიშნული ზონა განკუთვნილია მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის და სხვა მომხმარებელს არ აქვს მასში შესვლის უფლება;
ე.დ) მოძრაობის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი ვალდებულია, დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და ვალდებულია, დარჩეს ავტომობილის კაბინაში შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე;
ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:
ე.ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 36 საათის განმავლობაში;
ე.ე.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;
ე.ე.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ე.ე.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ე.ე1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე.
შენიშვნა:
1. „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ბ“ – „ე.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.
2. „ე.ე“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:
ა) საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;
ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;
გ) (ამოღებულია - 20.11.2020, №2311);
დ) კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.
21. საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისათვის „ე.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.
3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და მოთავსებულ იქნება 8-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობების შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა და გაჩერების ადგილი განისაზღვრება ადგილზე მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, შესაბამისი სამსახურების მიერ.
ვ) შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით, პირის თვითიზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს:
ა) კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას − შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.
31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 8-დღიანი იზოლაციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას უზრუნველყოფს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
33. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით, ახალი კორონავირუსის PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებასა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ექსპერტთა მომზადებას/გადამზადებას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით.
34. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდის“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფა, ამ მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული/განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად.
35. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „56 17 − StopCov ფონდიდან“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისათვის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) გადაცემული თანხების საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და აღნიშნული სახსრები აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას;
ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:
ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
ბ.ბ) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოსული მგზავრების შემთხვევაში, სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;
ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის;
ბ.დ) საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყანა) ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, შემდეგი პირობების მოთხოვნას:
ბ.დ.ა) წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;
ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო იზოლაციის პროცედურას, დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) უცხო ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას მათ აღრიცხვას და კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე, შემდეგი პირობების დაცვით:
გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:
გ.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 36 საათის განმავლობაში;
გ.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;
გ.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
გ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
გ.ა1) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე;
გ.ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებისა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;
შენიშვნა:
1. ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:
ა) საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;
ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;
გ) (ამოღებულია - 20.11.2020, №2311);
დ) კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.
2. საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისათვის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.
3. მოცემული ვადების დარღვევისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;
დ1) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას, რომ:
დ1.ა) უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ:
დ1.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 36 საათის განმავლობაში;
დ1.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;
დ1.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;
დ1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე;
დ1.ბ) რეკომენდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსური ანგარიშსწორებისთვის (საწვავის, სურსათის, სხვა ნივთების, დაზღვევის შეძენა და სხვა) უნაღდო ანგარიშსწორების (ონლაინ შესყიდვა, პლასტიკური ბარათი და სხვა) გამოყენება;
დ1.გ) რეკომენდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სამედიცინო ნიღაბი და სხვ.) გამოყენება;
ე) (ამოღებულია - 20.11.2020, №2311);
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:
ვ.ა ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ა.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;
ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;
ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;
ვ.ბ) სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ბ.ა) აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;
ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ბ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:
ზ.ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
ზ.ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
ზ.გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);
ზ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
ზ.ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
ზ.ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
ზ.ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
ზ.თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
შენიშვნა:
1. მესამე ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მომავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ორგანიზებულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.
2. ამ პუნქტის „ვ.ა.ა“, „ვ.ბ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.
ზ1) ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები 2021 წლის 1 თებერვლის 00:00 საათიდან არ ვრცელდება ამ გეგმის დანართ №2-ით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობებით;
თ) ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტისა და რეექსპორტის) შეზღუდვას:
თ.ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები, რომლებიც განკუთვნილია COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.
შენიშვნა: (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დიაგნოსტიკური ტესტი რომ არ არის განკუთვნილი COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ და შესაბამისად, მისი ექსპორტი და რეექსპორტი დასაშვებია, შეფასებას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
თ.ბ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.გ) (ამოღებულია - 10.04.2020, №672);
თ.დ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.ე) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.ვ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.ზ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.თ) (ამოღებულია - 09.07.2020, №1160);
თ.ი) სეს ესნ-ის 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;
თ.კ) სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები;
თ.ლ) (ამოღებულია - 22.05.2020, №846).
5. (ამოღებულია - 08.06.2020, №934).
6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;
ბ) (ამოღებულია - 29.01.2021, №139);
ბ1) (ამოღებულია - 29.01.2021, №139);
გ) (ამოღებულია - 29.01.2021, №139);
დ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი საქონლისა და მომსახურებ(ებ)ის შესყიდვა პირბადეებით (იქნება ეს მრავალშრიანი ქსოვილი (ბამბა/დოლბანდი) თუ სხვა შესაბამისი მასალა) უზრუნველყოფის მიზნით.
8. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693):
ა) საკუთარი სახსრებით განახორციელოს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვა, თანმდევი მონტაჟისა და ინტეგრაციის მომსახურებასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით;
ბ) ამ პუნქტის შესაბამისად შესყიდული თერმოსკანერების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების სკრინინგის განხორციელების მიზნით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ჯამური ღირებულება გადააჭარბებს 75,000 ევროს, დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით;
დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ მუხლის 86, 87 და 88 პუნქტების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება ამ მუხლის 86, 87 და 88 პუნქტებით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი;
ე) (ამოღებულია - 03.12.2020, .№2361).
81. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში), რომელთა მძღოლებიც ექვემდებარებიან პრევენციულ ზომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მფლობელი კომპანიების დაკავშირება ადგილობრივ გადამზიდველ კომპანიებთან, გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მძღოლებიანად) ან მხოლოდ მძღოლების ჩანაცვლების მიზნით;
ბ) ადგილობრივი გადამზიდველი კომპანიებისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის და საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
გ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბულგარეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საქართველოს მოქალაქეების სპეციალური ჩარტერული რეისით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
82. ა) სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, საცხოვრებელი ადგილიდან ინფიცირებული ან სავარაუდო ინფიცირებული (ინფიცირებულთან კონტაქტი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ასევე საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარულ გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების დღიდან მის გაუქმებამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) უზრუნველყოს არსებულ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ტრანსპორტირება (იზოლაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან საცხოვრებელ ადგილზე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზით დაექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ სავალდებულო იზოლაციას/კარანტინს;
ბ1) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლებზე;
ბ2) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს ზოგადი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომელთა სიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარადგენს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. კერძოდ:
ბ2.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოსწავლის სტატუსით ირიცხებოდნენ/ირიცხებიან 2019-2020 ან 2020-2021 სასწავლო წელს და არიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;
ბ2.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა);
ბ2.გ) 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოეყოს 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) ლარის რესურსი;
დ) დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსის სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გადარიცხვა, პროგრამული კოდით 24 07 03 („ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“) გათვალისწინებული სახსრებიდან;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში განთავსებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება დაევალოს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
83. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
84. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (სამინისტროები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ა.შ.), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს სხვადასხვა საქონლის ან/და მომსახურების, მათ შორის: შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის სურსათის შეძენასთან, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, სხვა სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეების სპეციალური ჩარტერული რეისით ტრასპორტირებასთან, ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარით აღჭურვასთან, სამედიცინო პირადი დაცვის საშუალებების შეძენასთან, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1¹ პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
85. შპს „საქართველოს ფოსტამ“ (ს/ნ: 203836233) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე დავალებით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება.
86. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში − 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის შემთხვევაში, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა იზრდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ თითოეულ მგზავრზე ფაქტობრივად გადახდილი ლონდონის გატვიკის აეროპორტის (IATA: LGW) მოსაკრებლის თანხის ოდენობით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, არაუმეტეს 108.4 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით თითოეულ მგზავრზე.
87. სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით თბილისი-რიადი-ამანი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო რეისის ნაწილობრივი სუბსიდირება არაუმეტეს 45 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდი: 24 05 – „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.
88. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 310,500 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.
89. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საკუთარი სახსრებით უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელებისა და ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირების სათანადოდ ჩატარებისათვის აუცილებელი სპეციალური/დროებითი სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი სპეციალურად აღჭურვილი ჯიხურებით/კონტეინერებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
89. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულების შესასრულებლად მის კაპიტალში შეტანილი თანხის გაუხარჯავი ნაწილის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ა) თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორისა (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით) და თანმდევი მომსახურების, ასევე 1 (ერთი) ცალი კრიოგენული ავზისა (თანმდევი ნაწილებითა და მომსახურებით) და 1 (ერთი) ცალი ამაორთქლებლის (თანმდევი ნაწილებითა და მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის საგნის (მათ შორის, თანმდევი მომსახურების) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისათვის გადაცემა (მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით), ამავე სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;
გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოაქალაქეებისათვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ;
დ) მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვას;
ე) შესაძლებლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებასა და ტრანსპორტირებამდე შესაბამისი თანმდევი საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელებას.
91. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის 18 მარტიდან M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) STOP POINT-ების ყოველდღიური სადეზინფექციო დამუშავების უზრუნველყოფა შესაბამის კომპანიებთან კოორდინაციით.
10. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამინისტროსა და ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარებას.
11. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.
მუხლი 41. საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი
1. თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ამ მუხლით განსაზღვრული წესით ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. ატვირთული დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი.
3. საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ამ უწყებების სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამ მუხლის მიზნებისთვის და მხოლოდ შესაბამისი მოცულობით დაამუშავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაში განთავსებული საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს, ხოლო აპლიკაციის ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მართვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქის მხოლოდ ამ მუხლის მიზნებისთვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები მიეწოდება ასევე შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პროცესის კოორდინაციასა და საოპერაციო დონეზე მართვას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 5. გარდამავალი დებულება უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით
1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში, გაუქმებული ავიარეისების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. (ამოღებულია - 16.12.2020, №2460).
დანართი №2
1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ა.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:
ა) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).
2. ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.
3. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
4. ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული სახელმწიფოების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას.
დოკუმენტის კომენტარები