„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025887
2457
15/12/2020
ვებგვერდი, 15/12/2020
000000000.00.003.025887
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2457

2020 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის 164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში  შეტანილ  იქნეს  ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის 89 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორისა (ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით) და თანმდევი მომსახურების, ასევე 1 (ერთი) ცალი კრიოგენული ავზისა (თანმდევი ნაწილებითა და მომსახურებით) და 1 (ერთი) ცალი ამაორთქლებლის (თანმდევი ნაწილებითა და მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;“.

პრემიერ-მინისტრის                                                              გიორგი გახარია

მოვალეობის შემსრულებელი