„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025904
453
25/03/2021
ვებგვერდი, 25/03/2021
000000000.00.003.025904
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №453

2021 წლის  25  მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ე.ე“ და „ე.ე1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის:

ა.ბ.ა) პირველი – 21 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​​​10 მუხლის შესაბამისად და მოთავსებულ იქნება 8-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ​​​​1.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი