„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1009
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025917
1009
16/06/2021
ვებგვერდი, 17/06/2021
000000000.00.003.025917
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1009 

2021 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უკრაინის, ყაზახეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის რესპუბლიკის, იაპონიის, კანადის, ქუვეითის სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, ომანის სასულთნოს, სან-მარინოს რესპუბლიკის, მონაკოს სამთავროს, სერბეთის რესპუბლიკის, ისლანდიის რესპუბლიკის, ლიხტენშტაინის სამთავროს, მონტენეგროს, ანდორის სამთავროს, ალბანეთის რესპუბლიკის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ირაკლი ღარიბაშვილი