დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025803 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს: ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის; ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა; ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.“. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები