დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1904 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/10/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025932 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1904
2021 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის – „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. სამინისტრო სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) მეშვეობით, ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ევროკავშირისა და უცხო სახელმწიფოების ელექტრონულ კოვიდსისტემებთან ვალიდაციისათვის საჭირო ღონისძიებების, მათ შორის, ელექტრონული სერტიფიკატების გაცემისთვის, ვერიფიკაციისა და აღიარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის ფარგლებში.
12. სამინისტრო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესს, ფორმასა და რეკვიზიტებს.“;
ბ) 89 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 810 პუნქტი:
„810. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) განახორციელოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაცემად აუცილებელი ქვეყნის ხელმომწერი სერტიფიკატის გამცემი ორგანოს (Country Signing Certification Authority – CSCA) სერტიფიკატისა და ოფიციალური დოკუმენტის გამცემი იურიდიული პირისათვის დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის (Document Signer Certificate – DSC) გაცემა.“;
გ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირსა და უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გაძლიერებას ქვეყნის საერთაშორისო ელექტრონულ კოვიდსისტემებთან მიერთების მიზნით, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები