დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1157 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025843 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1157
2020 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ მუხლის 88 პუნქტის საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება 88 პუნქტით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 პუნქტი:
„88. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 − „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები