„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2021
ძალაში შესვლის თარიღი 19/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025908
607
16/04/2021
ვებგვერდი, 16/04/2021
000000000.00.003.025908
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №607

2021 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართ №2-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინო სივრცეში გადასვლას ან აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში  მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 14 დღით საკარანტინო სივრცეში გადასვლას.“.

2. განკარგულება ძალაშია 2021 წლის 19 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                             რაკლი ღარიბაშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.