დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 299 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).003.025950 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №299
2022 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის („ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში − ეროვნული ცენტრი), სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შესაბამისი კომპეტენციების ფარგლებში, უზრუნველყოფს:“;
ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ – „ა4 “ ქვეპუნქტები:
„ა1) სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ან საცხოვრებელ ადგილას (იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ იზოლაციის ვადა არ დასრულებულა) ტრანსპორტირებასთან, საცხოვრებელი ადგილიდან ინფიცირებული ან სავარაუდო ინფიცირებული (ინფიცირებულთან კონტაქტი) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და მიღება-ჩაბარების ღონისძიებების გატარება, ასევე საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარულ გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების დღიდან მის გაუქმებამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) უზრუნველყოს არსებულ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ტრანსპორტირება (იზოლაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან საცხოვრებელ ადგილზე. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/ანგარიშის საფუძველზე, ასაცრელი პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვისა და მიღება-ჩაბარების ღონისძიებების გატარება, ხოლო ასაცრელი პირების ტრანსპორტირების ორგანიზებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში, სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვა და მიღება-ჩაბარება განხორციელდეს ამ მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;
ა2) ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზით დაექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ სავალდებულო იზოლაციას/კარანტინს;
ა3) ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლებზე;
ა4) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში განთავსებისა და კვებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვისა და მიღება-ჩაბარების ღონისძიებები დაევალოს სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში, სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების შესყიდვა და მიღება-ჩაბარება განხორციელდეს ამ მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;“;
გ) 82 პუნქტში:
გ.ა) „ა“ – „ბ2.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) 2022 წლის 15 თებერვლიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ − „ა4“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და მიმწოდებელთა შერჩევის ღონისძიებები, მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი, ინსპექტირება/მართვა და ინსპექტირების აქტების სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდება (საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, დაევალოს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.“;
გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დაევალოთ სსიპ − ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები