„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025883
2361
03/12/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
000000000.00.003.025883
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2361  

2020 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა)  „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ მუხლის 86, 87 და 88 პუნქტების საფუძველზე სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება ამ მუხლის 86, 87 და 88 პუნქტებით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი;“;

ბ) „“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი გახარია