დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025823 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №649
2020 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტისა და რეექსპორტის) შეზღუდვას:
თ.ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;
თ.ბ) სეს ესნ-ის 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;
თ.გ) სეს ესნ-ის 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;
თ.დ) სეს ესნ-ის 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;
თ.ე) სეს ესნ-ის 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;
თ.ვ) სეს ესნ-ის 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან, ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;
თ.ზ) სეს ესნ-ის 6506 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამედიცინო ქუდები;
თ.თ) სეს ესნ-ის 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები, პლასტმასის;
თ.ი) სეს ესნ-ის 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;
თ.კ) სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები;
თ.ლ) სეს ესნ-ის 3808 94 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული მადეზინფიცირებელი საშუალებები.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები