დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2371 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025940 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის მე-4 მუხლის 82 პუნქტის „გ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოეყოს 41 500 000 (ორმოცდაერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის რესურსი; მათ შორის, 2020 წელს – 35 000 000 (ოცდათხუთმეტი მილიონი) ლარი; 2021 წელს – 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი; დ) დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსის სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გადარიცხვა, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამული კოდით 24 07 03 („ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“) და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამული კოდით 24 01 01 („საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“) გათვალისწინებული სახსრებიდან;“. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და მიღებული სახსრები ასახულ იქნეს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები